23 დეკემბერი 2024,   12:01
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით "პატრიოტთა ალიანსის" მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის

"კურიერის" ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსის" სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის.

ინფორმაციას "კურიერთან" თავად ენუქიძე ადასტურებს. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ოპოზიციის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია და პარტიებმა ეს ბერკეტი ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის უნდა გამოიყენონ.

"მე ვარ და ვრჩები "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერად და მეგობრად, მაგრამ მიმაჩნია ბრძოლის ეს ფორმა. როდის შევალ პარლამენტში არ ვიცი, მაგრამ მანდატი არ ჩამიბარებია. და არც ჩავაბარებ. მათ აქვთ ისეთი შეხედულება, მე ასეთი. ჩვენთან პარტიაში თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის არ ზღუდავს და ვერც შემზღუდავს, არც უცდია არავის ჩემი შეზღუდვა, პირიქით"- განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ "კურიერთან" საუბრისას.

"პატრიოტთა ალიანსს" 4 მანდატი აქვს. ირმა ინაშვილმა და მისი პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს ორი დღის წინ მიმართა.

თავად ირმა ინაშვილს და "პატრიოტთა ალიანსის" სხვა ლიდერებს მათი პარტიის წევრის გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. 

დღის ამბები