19 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბათუმში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ მაჩვენებელი იმის მანიშნებელია, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ინფექციის კლების ტენდეცია ნარჩუნდება.

გარდა ამისა, ნონა ეფაძე ამბობს, რომ მართვით სუნთქვაზე 41 პაციენტი იმყოფება, ასევე გარდაიცვალა ორი პაციენტი.

"დადასტურდა ახალი 139 შემთხვევა. კლინიკა გუშინ დატოვა 69 პაციენტმა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 41. დღეისათვის აჭარაში მკურნალობას კლინიკებში გადის 629 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში 673, ხოლო ბინაზე ონლაინ ექიმის მეთვალყურეობით 1965. სამწუხაროდ, გარდაიცვალა ორი ინფიცირებული, 82 და 68 წლის პაციენტები.

139 შემთხვევა მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს კლების ტენდენცია ნარჩუნდება,"- აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ

დღის ამბები