19 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
კახა კალაძე სოციალურად დაუცველი და სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის პროდუქტების შეგროვების პროცესს გაეცნო

თბილისის მერმა ბელიაშვილის ქუჩაზე პროდუქტების დროებითი საცავი დაათვალიერა. კახი კალაძე სოციალურად დაუცველი და სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის პროდუქტების შეგროვების პროცესს გაეცნო.

დახმარების პროგრამა მერიის ინიციატივით ხორციელდება და ამით სარგებელს იღებენ ის ოჯახები, რომლებსაც კოვიდპანდემიის პირობებში ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. მერიასთან ერთად დახმარების პროგრამაში ჩართული არიან მოხალისეები და გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც პროდუქტის დაფასოებასა და დარიგებაში მონაწილეობენ.

დღის ამბები