19 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ობიექტებს წესების მკაცრად დაცვა მოუწევთ - შრომის ინსპექცია კონტროლს იწყებს

ობიექტებს წესების მკაცრად დაცვა მოუწევთ. შრომის ინსპექცია კონტროლს იწყებს. საჯარიმო სანქცია 10 000 ლარი იქნება.

შრომის ინსპექციას აქვს ნებისმიერი კომპანიის შეჩერების უფლებამოსილება, თუ აღმოჩნდება, რომ მენეჯმენტი ვერ ახორციელებს მოთხოვნებს და ეპიდემიოლოგიურად საფრთხე შეექმნება თითოეულ მოქალაქეს.

"განსაკუთრებული აქცენტი გამახვილებული იქნება დიდ სავაჭრო ცენტრებზე, სადაც ხდება ადამიანთა დიდი კონცენტრირება. თუ ნაკადურობის დაცვა, დეზინფექციის არგანხორციელება, პირბადის ტარებაზე კონტროლის არდაწესება დაგვხვდება, ჩვენ ვიქნებით იძულებული, რომ პირველ შემთხვევაში გამოვიყენოთ ჯარიმა, რომელიც არის 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ კრიტიკული იქნება დარღვევა და ვხედავთ, რომ მასობრივად ხდება ესა თუ ის დარღვევა, ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ ჯარიმასთან ერთად შეჩერების გადაწყვეტილება,“ - აცხადებს ბექა ფერაძე.

 

 

 

 

დღის ამბები