ბაზრობის მოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ. მათი განცხადებით, გაუგებარია, რა პრინციპით იწყებს მუშაობას სავაჭრო ცენტრები და არა ღია ბაზრობები, როცა, მათი თქმით, დახურულ სივრცეში ვირუსის გავრცელების მეტი შანსია, ვიდრე ღია პავილიონებში.
"მოლებში უფრო მეტი ხალხი დადის, ვიდრე ბაზრობაზე. ბაზრობაზე უფრო დაცულია, დირექცია ყველა ნაბიიჯზე აკონტროლებს, წესრიგია უმაღლეს დონეზე. რომ შეგვპირდნენ, 24-ში გამოხვალთ და იმუშავებთო, ვითხოვთ 1 კვირა რომ საახალწლოდ ოჯახებში რაღაც შევიტანოთ," - უთხრა "კურიერს" ერთ-ერთმა მოვაჭრემ.