35 წლის მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია, ჯარისკაცმა ვაზიანის სამხედრო ბაზა 21 დეკემბერს, დილის 9 საათზე, დატოვა.
ტელეფონი სამხედრო ნაწილშია დატოვებული. ის კავშირზე არ გასულა არც ოჯახის წევრებთან და არც მის უშუალო მეთაურთან, რომელსაც წერილობითი განცხადებით დაეთხოვა.
თავდაცვის სამინისტრო დაკარგული სამხედროს პატაკს და სამხედრო ნაწილიდან გასვლის კადრებს ავრცელებს.
სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ტოვებს ტერიტორიას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული თეიმურაზ გუნაშვილი.
ოჯახის თქმით, ჯარისკაცმა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ისე დატოვა, რომ პირადი ნივთებიც კი არ წაუღია.