სანტა კლაუსი თავის სამფლობელოში უკვე საჩუქრებს ამზადებს. მთელი მსოფლიოდან მიღებულ სურვილების ბარათებს ელფები საგულდაგულოდ ახარისხებენ.
ყველაფერი თითქოს ტრადიციულად გამოიყურება, თუმცა ტრადიციას ერთი, 2020 წლის, მნიშვნელოვანი ატრიბუტი არღვევს.
პირბადე სანტას სამფლობელოშიც უკეთიათ. ირმებიც კი სოციალურ დისტანციას იცავენ.
ევროპა შობის სამზადისშია, თუმცა მკაცრი შეზღუდვების გამო მოლების, მაღაზიებისა და საშობაო ბაზრობების უმეტესი ნაწილი ახალი რეგულაციების მიხედვით მოქმედებენ.
პარიზში ცნობილი გალერეა ლაფაეტი გაიხსნა და კოვიდ -19 პანდემიის მიუხედავად, ტრადიციულად წელსაც განსაკუთრებული საახალწლო დეკორაციით გამოირჩევა.