19 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
დემონტაჟი თვალჭრელიძის ქუჩაზე - მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში 7 ნაგებობა დაშალა

დემონტაჟი თვალჭრელიძის ქუჩაზე -  მუნიციპალურმა ინსპექციამ, ამჯერად, 7 ნაგებობა სამგორის რაიონში დაშალა. მძიმე ტექნიკა ადგილზე დილის 7 საათზე გამოჩნდა.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ მშენებლობები სახელმწიფო მიწაზე უკანონო იყო და მათ გაფრთხილება მიღებული ჰქონდათ. მათ 18 დეკემბერს მიიღეს შეტყობინება, რომ ნაგებობები 4 დღის ვადაში უნდა აეღოთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ 5 მშენებარე იყო, ორში კი ხალხი ცხოვრობდა.

დღის ამბები