19 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
"დავწვები შუა ასფალტზე, სანამ არ დამიბრუნებენ ჩემი შვილის კომპიუტერს" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა  

თამარ ბაჩალიაშვილის  ოჯახის წევრები აქციას მართავენ. მთავარ პროკურატურასთან დღეს გარდაცვლილის ოჯახმა გარდაცვლილის პირადი კომპიუტერის მათთვის გადაცემა მოითხოვა. ნათესავები საქმის დახურვას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. 

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი შვილის კომპიუტერის გადაცემას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტს აანონსებს. 

"ესე სრულიად მოულოდნელად, შუა პანდემიის დროს, მოახლოებული ახალი წლის პერიოდში, უცებ გადაწყვიტეს, რომ დაეხურათ საქმე. მაგის გასაპროტესტებლად მოვედი პირველ რიგში და მეორე რიგში იმაზე, რომ მოვითხოვე ჩემი შვილის კომპიუტერი. რადიკალური პროტესტი იქნება. შიმშილობა იქნება ეს თუ არ ვიცი... დავწვები შუა ასფალტზე, სანამ არ დამიბრუნებენ იმ კომპიუტერს. თუ არის ბანალური თვითმკვლელობა, დამიბრუნონ კომპიუტერი,“ - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა. 

თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ 6 თვის შემდეგაც, არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ. 

"6 თვე გავიდა, არც ერთ კითხვაზე პასუხი არ იყო. თვითონ იციან კარგად ჩემი შვილი ვინ მოკლა, სად იყო დამალული 4 დღე მანქანა, ყველაფერი იციან. ყველა ზომას მივმართავ, ცოცხალი თავით არ დავთმობ, ეს საქმე გაიხსნება მალე,“ - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

დღის ამბები