19 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ფრედ ვუდროფის მკვლელობისთვის გასამართლებული ანზორ შარმაიძის ადვოკატმა პროკურატურას ახალი მასალებით მიმართა

ფრედ ვუდროფის მკვლელობისთვის გასამართლებული ანზორ შარმაიძის ადვოკატმა, დღეს პროკურატურას ახალი მასალებით მიმართა.

არჩილ ბერიანიძის თქმით, მან საგამოძიებო უწყებას ამერიკელი ოფიცრის ოჯახის ადვოკატის მიერ მოწოდებული ისეთი მასალა მიაწოდა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას ამტკიცებს.

ადვოკატი, ანზორ შარმაიძის დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. თავად შარმაიძე კი აცხადებს, რომ მას დანაშაულში ბრალი არ მიუძღვის, მოწმეებმა კი ჩვენება ზეწოლის გამო მისცეს.

"გასამართლებული ვიყავი იმ ადამიანები ჩვენების საფუძველზე, ვისთან ერთადაც დამაკავეს და 15 წელი მომესაჯა. მათ ჩვენება 2005 წელს შეცვალეს, აღიარეს სიმართლე და დღეს სწორედ ის ჩვენებებია წარმოდგენილი. ჩემი მოთხოვნა არის ის, რომ ნასამართლეობა მომეხსნას," - აცხადებს ანზორ შარმაიძე.

დღის ამბები