19 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
დღეს ღამე ქრისტეშობას 10 ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანების უმრავლესობასთან ერთად განსხვავებული წესებით იზეიმებს

დღეს ღამე ქრისტეშობას 10 ავტოკეფალიური, მართლმადიდებელი ეკლესია, ქრისტიანების უმრავლესობასთან ერთად ზეიმობს. შობას აღნიშნავენ საქართველოში არსებული სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიც.

სადღესასწაულო წირვა თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში, ცენტრალურ საკათედრო ტაძარში ამ წუთებში აღევლინება.

კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ლიტურგიის ჩატარების დრო შეიცვალა. საშობაო წირვა-ლოცვა თბილისის ტაძრებში 6 საათზე დაიწყო და 9-ზე დასრულდება. ზოგიერთ ეკლესიაში კი მსახურება ხვალ დილიდან დაიწყება. 25 დეკემბერს შობას კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს.

დღის ამბები