ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან "იმერეთში" აფეთქება მოხდა. კორპუსის მაცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ რესტორანში ბუნებრივმა აირმა გაჟონა. აფეთქების ძალამ მთელი რესტორანი დააზიანა.
პირველადი ინფორმაციით, კორპუსის ორი მაცხოვრებელი აფეთქების მომენტში სარდაფში იმყოფებოდა. ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე, რესტორან "იმერეთში" მომხდარი აფეთქების გამო, დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მეხანძრე-მაშველებმა ორი ადამიანი გამოიყვანეს. ორივე მათგანი კონტაქტურია. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, დაკეტილ რესტორანში მოხდა. შენობა ნაწილობრივ დანგრეულია. მაშველები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ.