19 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
შეზღუდვის შემსუბუქების პირველი დღე - რა ხდებოდა დიდ სავაჭრო ცენტრებში და როგორ კონტროლდებოდა პერიმეტრი

პანდემია, ახალი წელი და განახლებული ვაჭრობა მოლებში - ქვეყანაში დღეს არასასურსათო სავაჭრო სექტორიც ამუშავდა. მსხვილ სავაჭრო ცენტრებთან მოქალაქეები რიგს უკვე დილის 7 საათიდან იკავებდნენ რამაც გზებზე გამთენიისას საცობები გამოიწვია.

მთელი დღის განმავლობაში ხალხმრავლობა იყო როგორც მოლებში ასევე ტექნიკის მაღაზიებში.

გადატვირთული იყო თბილისის თითქმის ყველა ქუჩა. ამ დროისთვის მოძრაობა შეწყვეტილია, თუმცა დილის 7 საათიდან, სავარაუდოდ, იგივე განმეორდება.

ქვეყნის ეკონომიკისთვის შემსუბუქებული შეზღუდვები შეღავათია, თუმცა დააზიანებს, თუ არა სავჭრო სექტორისკენ გადადგმული ნაბიჯი ჯანდაცვას, მხოლოდ ახალი წლის შემდეგ გამოჩნდება.

მოლებში სავაჭროდ მოქალაქეებს კიდევ 9 დღე აქვთ დარჩენილი.

დღის ამბები