ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სავაჭრო ინდუსტრიას გუშინდელი ორგანიზებულობის გამო მადლობას უხდის.
ეკონომიკის მინისტრმა საზოგადოებას და სავაჭრო ცენტრებს მოუწოდა, რომ რეგულაციები მკაცრად დაიცვან.
"გუშინ მოხდა შეზღუდვების შემსუბუქება რეგულაციების და მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სასურსათო ქსელებმა და მოლებმა. გვიხარია, რომ დღეს, როდესაც ვაჯამებთ გუშინდელი დღის სტატისტიკას, ვხვდებით, რომ სერიოზული და მასიური დარღვევების გარეშე ჩაიარა ამ დღემ.
მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის ჩვენს სავაჭრო ინდუსტრიას," - აღნიშნა ნათია თურნავამ.