25 აპრილი 2024,   19:58
ვრცლად
დონალდ ტრამპმა და მელანია ტრამპმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელეს.

"ქრისტიანები კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს სასწაულს აღნიშნავენ. 2000-ზე მეტი წლის წინ უფალმა თავისი ერთადერთი შვილი გამოგვიგზავნა და ანგელოზმა მწყემსებს მაცხოვრის დაბადება ახარა. შობის დღესასწაულზე ჩვენ მადლობას ვუხდით უფალს იმისთვის, რომ თავისი შვილი გამოგვიგზავნა, რითაც ჩვენს სულებს სიმშვიდე და სიხარული მოუტანა," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები