25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის 46 ეპარქია, დაახლოებით 2 000-მდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 000-მდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.