პანდემიის გამო დახურულ ზამთრის კურორტებზე და საბაგიროების ამუშავების საკითხზე, კლუბ "გუდაურას" ხელმძღვანელმა შალვა აბრამიშვილმა და სოციალური კამპანია "გადავარჩინოთ ზამთრის" წევრმა შოთა ნათაძემ ისაუბრეს.
როგორც თავად აცხადებენ, საბაგიროების ამუშავება ხელს არ შეუწყობს პანდემიის გავრცელებას. ისინი ეპიდემიოლოგებთან შეხვედრას ითხოვენ, რათა შესაბამის კითხვებზე პასუხები სწორედ მათგან მიიღონ.
"სათხილამურო კურორტების არ გახსნის შემთხვევაში, ზარალი ძალიან დიდი იქნება. პირდაპირ ვიტყვი, ამის დათვლა შეუძლებელია, კრიზისი გვაქვს, შესაბამისად თითოეული დაკარგული ლარი ძალიან ცუდია ქვეყნისთვის," - აცხადებს კლუბ "გუდაურას" ხელმძღვანელი შალვა აბრამიშვილი.