დაპირისპირება რაგბის კავშირში. ხმაურის ფონზე მიმდინარეობის გამგეობის სხდომა, დაპირისპირების მიზეზი არჩევნების თარიღია, რომელიც 30 დეკემბერს არის დანიშნული.
მორაგბეთა კლუბების უმრავლესობა არჩევნების ჩატარებას მიმდინარე წელს ემხრობა და აცხადებს, რომ გამგეობას თარიღის გადაწევა უნდა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი გოჩა სვანიძე აცხადებს, რომ რაგბის კავშირში დეზინფექციაა საჭირო, არჩევნების გადადება კი სწორედ იმის ინტერესში შედის, ვინც რაგბის კავშირზე არ ფიქრობს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე კი აღნიშნავს, რომ ქართული რაგბი არასოდეს ყოფილა მსგავს მდგომარეობაში, როგორშიც ახლა არის.