დღეს, 25 დეკემბერს შობას კათოლიკე და პროტესტანტული, ასევე 10 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს.
შობას აღნიშნავენ საქართველოში არსებული სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები. სადღესასწაულო წირვა თბილისის საერთაშორისო ამერიკულ ბაპტისტურ ეკლესიაში შესრულდა.
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ლიტურგიის დრო შეიცვალა. ღამის თორმეტის ნაცვლად, მსახურება დღის 12 საათზე დაიწყო. გუშინ კი საშობაო მსახურება ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკურ საკათედრო ტაძარში 21:00 საათზე დასრულდა.
მრევლს დღესასწაული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემაც მიულოცა.