"ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე, აქცია მიმდინარეობს. მოვაჭრეები გარეთ დახლების გახსნისა და ვაჭრობის უფლებას ითხოვენ. ადგილზე მისულმა მერიის წარმომადგენლებმა მოვაჭრეებს მათ დახლების გაშლის საშუალება არ მისცეს, პანდემიის წესები შეახსენეს და განუმარტეს, რომ თუ კანონს დაარღვევენ დაჯარიმდებიან.
"ჩვენ რა ვქნათ, სად წავიდეთ, რითი ვიარსებოთ. ჩვენც გვინდა ახალი წელი გავითენოთ. უკიდურესი გაჭირვებაა. თუ გადაწყვეტილება იღებდნენ, რომ მოლები გაეხსნათ, ყველასთვის უნდა მიეცათ ამის შესაძლებლობა. ეს საქართველო ყველასია, კანონი კი ყველასთვის იწერება," - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.