გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ორი ათასზე მეტ ოჯახს საკვები პროდუქტების კალათები გადაეცემა. სოციალური დახმარების აქცია კონფლიქტით დაზარალებული ხუთი რეგიონის 116 სოფელში ყველა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახსა და მარტოხელა მოხუცს მოიცავს.
კამპანია სამეგრელოდან დაიწყო.