19 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა - EMC განცხადებას ავრცელებს 

მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა. საქმეზე განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია EMC ავრცელებს. როგორც სამოქალაქო სექტორი აღნიშნავს, მართლმსაჯულების მიზანი არ განხორციელდა.

"იმთავითვე არსებითი ხარვეზებით მიმდინარე გამოძიება საქართველოს პროკურატურამ შეწყვიტა და ეს მაშინ გააკეთა, როცა გენერალური პროკურორი მის პოზიციაზე ჯერ კიდევ არ იყო დანიშნული და ამასთან, გამოძიების მიერ პასუხგაუცემელი იყო ფუნდამენტური კითხვები და ეჭვები მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობასთან და მათ შორის არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით," - აღნიშნავს EMC ​.

დღის ამბები