თბილისის საკრებულომ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან 1 300-მდე ოჯახს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა. პროცესს საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე დაესწრო.
"მთელი ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით 1500 ოჯახზე იქნება აღნიშნული დახმარება გაწეული. შესაბამისად, ამგვარი აქციები გაგრძელდება და მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ კერძო კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ასევე ღებულობდნენ ამ კამპანიაში მონაწილეობას," - ამბობს გიორგი ტყემალაძე.