ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოეხმაურა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირველი პირი მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს covid-19-თან ბრძოლაში გაწეული სამუშაოსთვის.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობას ვუხდი ძალიან კარგი სატელეფონო საუბრისთვის. გულწრფელად ვაფასებ თქვენს ერთგულებას საყოველთაო ჯანდაცვის იდეისადმი და ახალი კორონავირუსის ვაქცინის თანაბარი განაწილების მიზნით გაწეულ შრომას. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ამ პანდემიის დასასრულებლად," - წერს გებრეისუსი.