ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები დახლების დადგმას და ვაჭრობის უფლებას ითხოვენ. გარემოვაჭრეებმა დილიდან დახლების დადგმა სცადეს, რისი საშუალებაც მათ მუნიციპალურმა ინსპექციამ არ მისცა.
"ჩვენ ვითხოვთ ვაჭრობის უფლებას, იმიტომ, რომ არ გვაქვს არანაირი სხვა საშუალება შვილები რომ ვარჩინოთ. გვესმის პანდემიაა, ჩვენც ვიცავთ დისტანციას, ყველაფერს გავაკეთებთ როგორც საჭიროა, მაგრამ ესენი ყველაფერს გვიზღუდავენ, რომ არ ვიმუშაოთ. კი ბატონო არ ვმუშაობთ, მაგრამ თითო გარემოვაჭრეს მისცენ 3 000 ლარი," - განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.
ადგილზე მობილიზებულია მერიის ინსპექციის სამსახური და საპატრულო პოლიცია.