19 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ვანო ზანდარაშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პოლიციის მაღალჩინოსანს დღეს ბრალს წაუყენებენ. თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია. საქმეს პროკურატურა იძიებს.

"კურიერთან" მომხდარის დეტალებს სოფელ იყალთოს მოსახლეობა ყვება, თუ როგორ გაიგონეს მათ ხმა ღამით და რა მოხდა ამის შემდეგ. მოკლული ექიმის ახლობლებს კი, მკვლელობის მოტივზე და მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

"დასრულდა სუფრა და რომ წამოვიდნენ, მანქანაში რაღაც მოხდა, რა მოხდა ამაზე ვერავინ ვერ საუბრობს. მანქანაში როდესაც ჩასხდნენ, დაძვრიდან 500-600 მეტრში მოხდა. ამ 500-600 მეტრში რა უნდა მომწიფებულიყო ისეთი, რომ ადამიანმა 7 ტყვია ესროლოს ადამიანს და მოკლას, ეს ამოუხსნელია," - განაცხადა გარდაცვლილის ბიძაშვილმა აკა სარჩიშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს სასიკვდილო ჭრილობა წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცველმა მანქანაში მიაყენა. იყო რამდენიმე გასროლა. დანაშაული ღამის 12 საათზე მოხდა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატი ჯერჯერობით დაკავებულს არ შეხვედრია.

დღის ამბები