მსახიობი და ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, ჯულიეტა ვაშაყმაძემ მუშაობა თავდაპირველად დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად დაიწყო.
სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.
ჯულიეტა ვაშაყმაძე 1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. გადაღებულია კინოფილმებში: "ყვავილი თოვლზე", "თოჯინები იცინიან", "პაპა გიგია", "არაჩვეულებრივი გამოფენა" და ტელეფილმში "მზე ჭიქაში".
1996 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი. 1967 -საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.
"რუსთავი 2" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.