ონკოლოგიის ექიმი-რეზიდენტისა და Usmle მოსამზადებელი ცენტრის ბიოქომია-ფარმაკოლოგიის ლექტორის გიორგი ღოღობერიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ "ფაიზერი" და "მოდერნა" კორონავირუსის ახალი შტამისთვის ეფექტური აღმოჩნდეს.
სპეციალისტის თქმით, ასევე დიდი ალბათობით, იმ ადამიანებს, ვინც ინფექცია უკვე მოიხადა, ვირუსი აღარ დაემართებათ.
"კორონავირუსის ახალი შტამი არის ცნობილი იმით, რომ მან შეიძინა ორი მნიშვნელოვანი თვისება. შემთხვევათა 50-70%-ით უფრო ადვილად ვრცელდება ადამიანებში, ვიდრე წინა ვარიანტი იყო. ასევე, ამ ვირუსის შემთხვევაში შეიცვალა სპეციალური გასაღები, რომლითაც ის ჩვენს უჯრედებში იჭრებოდა, თუმცა შეიცვალა მხოლოდ 1%, 99% იგივეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა თუ უკვე მოიხადა კოვიდინფექცია, მას ამ შტამით გამოწვეული დაავადება ხელმეორედ აღარ დაემართება.
ასევე ის ვაქცინები, რაც ახლა არსებობს, "ფაიზერი" და "მოდერნა" 99%-იანი ალბათობით ძალიან მარტივად დაფარავენ ამ შტამს," - განაცხადა ონკოლოგიის ექიმ-რეზიდენტმა, Usmle მოსამზადებელი ცენტრის ბიოქომია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა გიორგი ღოღობერიძემ.