დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე იდენტიფიცირებულა რისკჯგუფები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით პირველები აიცრებიან.
როგორც გამყრელიძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ აღნიშნა, უკვე სრულდება ვაქცინის დანერგვის გეგმის შემუშავება.
"ჯერ ვერავინ ვერ იტყვის ვისგან შემოვა ვაქცინა. კოვაქსზე, როგორც მაქვს ინფორმაცია და სადაც ფული გვაქვს გადახდილი, იქნება დაახლოებით 5-6 ვაქცინა, რომელსაც მისცემს დასტურს გამოყენებაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. ჩვენ იმ პირობით გვაქვს ფული გადახდილი, რომ ამ 5-დან შეგვეძლება არჩევა, რომელი ავირჩიოთ, ეს არის კოვაქსის გზა.
მეორე გზა გახლავთ მოლაპარაკებები ევროპის ქვეყნებთან, რომელთაც მიიღეს Pfaizer-ს და Moderna-ს ვაქცინა და ევროკავშირის ქვეყნებიდან გარკვეული რაოდენობა კოვაქსამდე იქნეს მიღებული.
ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ჩინეთთან, რომელსაც 2 ვაქცინა აქვს დადასტურებული და წარდგენილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
დიდი ალბათობით არ იქნებ მხოლოდ ერთი ვაქცინა. პირველები იქნებიან ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი და ასევე მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები. ამას მოჰყვება 75 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა, 65 წელს ზემოთ, 55 წელს ზემოთ სხვადასხვა თანმხლები დაავადებების მქონე მოსახლეობა და ასე შემდეგ. საქართველოს აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ სხვადასხვა ტიპის ვაქცინები მიიღოს," - განაცხადა გამყრელიძემ.