300 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 24 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილი პირველადი ინფორმაციის დაზუსტების ვადა დღეს 28 დეკემბრს იწურება.
შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად ეხმარებიან მოქალაქეებს განაცხადების რეგისტრაციის პროცესში.
მომხმარებელს შეუძლია მიმართოს საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299 და მიიღოს პასუხები მისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტი მადლობას უხდის იმ კომპანიებს, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა და სრულყოფილად წარმოადგინეს მონაცემები. შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, დღეის მდგომარეობით 121 647 განაცხადი არის რეგისტრირებული.