19 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ელექტროენერგიის ტარიფების დადგენას აწარმოებს სემეკი, ამ ეტაპზე ჩვენ არ ჩავერევით მათ კომპეტენციაში - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება სემეკის კომპეტენციაა და ამ ეტაპზე მთავრობა ჩარევას არ აპირებს. 

მინისტრი დარწმუნებულია, რომ დამოუკიდებელი ორგანო დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

"კანონმდებლობის თანახმად, ტარიფების კალკულაციას და დადგენას ახორციელებს დამოუკიდებელი რეგულატორი, მარეგულირებელი კომისია, სემეკი, რომელიც თავისი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც, ერთის მხრივ, მომხმარებლის უფლებებს დაიცავს, მეორეს მხრივ, ენერგოკომპანიებსაც მისცემს საშუალებას უსაფრთხოდ მიაწოდონ ელექტროენერგია მოსახლეობას და კომერციულ აბონენტებს. ამ ეტაპზე, ჩვენ არ ჩავერევით მათ კომპეტენციაში,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

​შეგახსენებთ, რომ 200 ათასამდე აბონენტისთვის ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის მოთხოვნით სემეკს "ენრეგო- პრო ჯორჯია" მიმართავს, რომელიც ელექტროენერგიით რეგიონებს ამარაგებს. 

დღის ამბები