19 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ელექტროენერგეტიკის ტარიფი დაკორექტირდება, სამწუხაროდ ზრდის თვალსაზრისით - ენერგოომბუდსმენი "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინიციატივაზე

გაუძვირდება თუ არა ელექტროენერგია მილიონ 200 000-მდე აბონენტს, ხვალ სემეკის სხდომაზე გაირკვევა. "ენერგო-პრო ჯორჯიას" მოთხოვნას ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით ენერგოომბუდსმენი აფასებს.

ენერგოომბუდსმენის განმარტებით, სემეკმა ამოიღო ყველა არააუცილებელი ხარჯი და მხოლოდ ის ხარჯები დატოვა, რაც კომპანიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საკმარისი იქნება. სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, დენის ტარიფები გადაიხედება, როგორც "თელასის", ასევე "ენერგო-პრო ჯორჯიას" შემთხვევაში. მისივე თქმით, დენის ტარიფის ცვლილება საქართველოს მასშტაბით მთელ მოსახლეობას შეეხება.

"სემეკმა დააკმაყოფილა ყველა რეკომენდაცია, ამოიღო ყველა არააუცილებელი ხარჯი და დატოვა მხოლოდ და მხოლოდ ის ხარჯები, რომელიც საკმარისი შეიძლება იყოს კომპანიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და სათანადო ხარისხის მიწოდებისთვის, შესაბამისად ამ მხრივ მომხმარებლის უპირატესი ინტერესი გათვალისწინებულია.

მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით და ჩემი პირველადი პროგნოზით, არსებობს ყველა ის წინაპირობა, რომელიც სამწუხაროდ მივა იქამდე, რომ დაკორექტირდება ტარიფი, ოღონდ სამწუხაროდ ზრდის თვალსაზრისით.

ელექტროენერგეტიკის ტარიფები გადაიხედება, როგორც "თელასის", ასევე "ენერგო-პროს" შემთხვევაში. შესაბამისად, ეს შეეხება საქართველოს სრულ მოსახლეობას," - განაცხადა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.

დღის ამბები