რეზიდენტი ონკოლოგიის მიმართულებით, გიორგი ღოღობერიძე კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ამ ამასთან დაკავშირებით, საქართველოში ჯერ კიდევ კვლევა მიმდინარეობს. ექიმი ამბობს, რომ ახალი შტამი ადამიანიდან ადამიანზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა ჯერჯერობით, არ არსებობს განგაშის საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შტამით დაინფიცირების შემთხვევაში, ავადობა უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს.
აქვე, გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ არსებობს ვარაუდი, რომ თუ ადამიანი დაინფიცირდება ამ ახალი შტამით, PCR ტესტირებებმა, რომელიც COVID-19-ის გავმოვლენის მიზნით ტარდება, შესაძლოა, ვერახალი შტამი ვერ გამოავლინოს მარტივად.
"ეს შტამი, რომელიც ახლა არის გავრცელებული უკვე დიდ ბრიტანეთში და ასევე სხვა ქვეყნებშიც დიდი ბრიტანეთიდან სხვაგან და ასევე ახალი შტამია კიდევ სამხრეთ აფრიკულიც, ეს შტამები ახლანდელი შტამები არ არის, ისინი ჯერ კიდევ 21 სექტემბრიდან არის ფორმირებული, მაგრამ მაშინ შეადგენდა უმცირესობას და ახლა წარმოადგენს უმრავლესობას, ანუ დღეს უკვე დიდ ბრიტანეთში არსებული შტამების 80%-ზე მეტს შეადგენს სწორედ ეს ახალი ვარიანტი, b117 ვარიანტი.
ეს შტამი ხასიათდება წინა შტამისგან განსხვავებით სამი რაღაცით, რას მას გამოარჩევს. პირველი ეს არის, რომ უფრო ძლიერად უკავშირდება ხოლმე ჩვენი უჯრედების რეცეპტორებს და ამიტომ უფრო კარგად შედის მასში და ამიტომ, უფრო ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. მეორე მომენტი, ეს არის, რომ მართალია ეს შტამი უფრო ადვილად ვრცელდება, მარგამ ჯერჯერობით, არ არსებობს განგაშის საფუძველი, რომ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე წინა ვარიანტები იწვევდა. შევისწავლეთ ეს მუტაციები, რაც ამ ვირუსში არის. აღმოჩნდა, რომ იყო 23 მუტაცია, ამ მუტაციების ნაწილი ვირუსისთვის მავნე აღმოჩნდა, ეს სასარგებლოა ჩვენთვის, ნაწილი მუტაციების აღმოჩნდა ისეთი, რომ ამან დაგვაფიქრა, შეიძლება თუ არა ამან იქონიოს მძიმე ზეგავლენა?...
ამ ახალი შტამის შემთხვევაში, არსებობს ვარაუდი იმისა, რომ შეიძლება თუ ადამიანი დაინფიცირდება ამ ახალი შტამით, PCR ტესტირებებმა, რაც ახლა ტარდება, შეიძლება ვერ გამოავლინოს მარტივად. ქვეყანას შეიძლება დასჭირდეს ახალი ტიპის პრაიმერების შემოტანა, ვიდრე ახალი ტესტების დამკვიდრება. ჯანმო აცხადებს, რომ შეიძლება იყოს ამის თეორიული რისკი, რომ არსებულმა პრაიმერებმა, რაც გამოიყენება PCR ტესტირების დროს, აჩვენოს რომ ის დაავადებული არ არის, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება იყოს დაავადებული,“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.