19 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
სემეკში ტარიფების ცვლილებაზე მსჯელობენ - ენერგოომბუდსმენს კომუნალური გადასახადების ზრდის მოლოდინი აქვს

ახალი წელი ახალი ტარიფებით - უკვე ერთი საათია სემეკში სხდომა მიმდინარეობს. განიხილება "თელასის", "ენერგო-პრო ჯორჯიას", ასევე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა" და "რუსთავის" წყლის განაცხადები სამომხმარებლო ტარიფის მატების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სემეკის წევრები ამ წუთებში "თელასის" მოთხოვნის ტექნიკურ ნაწილზე მსჯელობენ. დღის წესრიგში სულ 8 საკითხია.

მწვავე ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, კომპანიები ტარიფის ზრდას გარდაუვლად თვლიან. კონკრეტულად რამდენით გაიზრდება ელექტროენერგიასა და წყალზე სამომხმარებლო ტარიფი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ვინაიდან სწორედ წელს მოუწია ტარიფის კორექტირებაზე მუშაობა კომისიას, ეს იყო კანონით გათვალისწინებული და ეს ვადა ვერც გადაიწეოდა და ვერც შეიცვლებოდა. ამიტომაც გახდა საჭირო, რომ მთელი 6 თვის განმავლობაში ვიმუშავეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც საბოლოოდ დღეს კომისიას მისცემს შესაძლებლობას მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, არსებული ვითარება გვაძლევს იმის ფიქრს და პროგნოზის გაკეთებას, რომ ტარიფი განიცდის კორექტირებას, სამწუხაროდ, ზრდის თვალსაზრისით," - განაცხადა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.

დღის ამბები