"რუსთავი 2"-მა და ფონდმა "ცხოვრება მშვენიერიამ" საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახს საჩუქრები გადასცეს.
5 სულიან ოჯახს წინასაახალწლოდ პროდუქტები და სათამაშოები გადაეცათ. "ცხოვრება მშვენიერია" უკვე 8 წელია, რაც მსგავს საქველმოქმედო პროექტებს ახორიელებს.
2021 წლიდან კი მათი აქტივობების რიცხვში საგანმანათლებლო პროგრამაც დაემატება.