დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში "კურიერს" დაუდასტურეს. მათივე თქმით, ინფიცირებული ამირან გამყრელიძე ასიმპტომურია და თავს კარგად გრძნობს.
"ახლახან მოვიდა პასუხი და დაუდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად გრძნობს. ასიმპტომურია ამ ეტაპზე. 48 საათში ერთხელ იტესტებოდა, კონტაქტირებული იყო," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო მამუკაშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.