დევნილთა სააგენტო კიდევ 319 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს, სოფლად სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
დევნილი ოჯახები საცხოვრებლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საკუთარი სურვილის შესაბამისად შეარჩევენ. მხოლოდ 2020 წელს სააგენტომ სოფლად სახლი, ჯამში, 1 100-მდე დევნილ ოჯახს უკვე შეუძინა.