19 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
2021 წელს ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაცია და განახლება იგეგმება - კახა კალაძე

2021 წლის ბიუჯეტით დაგეგმილია ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაცია და განახლება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოხდება ბუკიას ბაღის იმ ტერიტორიების გამოსყიდვა, რომელიც ამჟამად გასხვისებულია:

"არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა. აღნიშნული ტერიტორია მოიცავს სივრცეებს, რომელიც, სამწუხაროდ, კერძო საკუთრებაშია. ეს მაშინდელი გასხვისებულია, როდესაც სხვა გადმოსახედიდან უყურებდნენ ჩვენს ქალაქს. ხდებოდა სკვერების, პარკების გასხვისება და მათი სხვადასხვა მიზნით გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ სივრცეების წამოღება ისევ მუნიციპალიტეტში და შემდეგ ერთიანი გეგმით და ხედვით მოხდეს ამ სივრცის მოწესრიგება-განახლება. დღეს ეს ტერიტორია შემოღობილია და ეს უნდა იყოს ის სივრცე, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა დაისვენოს, განიმუხტოს. დაეხმარეთ გამგეობას, რომ დროულად მოხდეს გამოსყიდვა," - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები