2020 წელს მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 50 ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის – "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, იზრდება ჟურნალისტების მკვლელობების რიცხვი მშვიდობიან ქვეყნებში. მაგალითისთვის, თუ 2016 წელს ჟურნალისტების გარდაცვალების შემთხვევების 58% ომით მოცულ ქვეყნებსა და კონფლიქტის ზონებზე მოდიოდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 32%-მდეა შემცირებული.
ამგვარად, გასული წლის განმავლობაში მედიის წარმომადგენლების გარდაცვალების შემთხვევების 68% მშვიდობიან ქვეყნებში აღირიცხა. ყველაზე მეტი ჟურნალისტი 2020 წელს მექსიკაში მოკლეს.