19 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებს ერთ-ერთი კანდიდატი, ბაჩო ხურციძე არ დაესწრება​

საქართველოს რაგბის კავშირის საარჩევნო საანგარიშო ყრილობას კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ბაჩო ხურციძე არ დაესწრება. ის არჩევნებს არალეგიტიმურად თვლის. ლაშა ხურციძე ირაკლი აბუსერიძის საარჩევნო შტაბისა და მისი მომხრეებისგან მომდინარე ზეწოლაზე საუბრობს.

"ეს არის არალეგიტიმური. ჩემს მომხრეებს, ყველას ვთხოვე, რომ არ მიხვიდეთ, იმიტომ, რომ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუნდაც კვორუმი იყოს, არის არალეგიტიმური. 42 კანდიდატი, 81 საარჩევნო ხმით. დაძაბულობა და დაპირისპირება მოდის მხოლოდ ერთი შტაბისგან, ბატონი აბუსერიძის საარჩევნო შტაბისგან და ისინი ახორციელებენ ბოლო თვეებია უკვე სერიოზულ ზეწოლას საინიციატივო ჯგუფის სახელით,“ - ამბობს ლაშა ხურციძე.

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები