19 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ხანძრის შედეგად დამწვარ გორის ბაზრობაზე ექსპერტ-კრიმინალისტები ცეცხლის გაჩენის მიზეზებს არკვევენ

ხანძარი გორში, ცეცხლი ტანსაცმლის ბაზრობაზე გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, ხანძრის ლოკალიზება გვიან ღამით მოხერხდა. შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

მოვაჭრეებისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი, რადგან ბაზრობა რეგულაციების გამო დაკეტილი იყო. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, რის შემდეგაც გაირკვევა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ადგილზე მობილიზებული იყო 15 სახანძრო მანქანა და 70 მეხანძრე-მაშველი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ ხანძარი ნარჩენებს წაეკიდა.

დღის ამბები