19 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
21-ე საუკუნეში პირველი ახალი წელია, რომელსაც მსოფლიო პანდემიის ფონზე ხვდება - ეპიდემიოლოგები მოქალქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

ახალ წლამდე 12 საათი რჩება. "რუსთავი 2-ზე" დილიდან საგანგებო განწყობაა. 2021 წელს, პირველად შობის კუნძულები ხვდება.

ამ საუკუნეში ეს პირველი ახალი წელია, როცა მსოფლიო გლობალური პანდემიით და მსოფლიოს არაერთი ქვეყანა კომენდანტის საათით ხვდება.

შეზღუდვებია საქართველოშიც, თუმცა დღეს, გადაადგილებაზე დაწესებული რეგულაციები ერთი ღამით უქმდება. 

პანდემიის გამო დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.

ეპიდემიოლოგები კი, მოსახლეობას მოუწოდებენ ახალი წელი, სხვა წლებთან შედარებით მოკრძალებულად აღნიშნონ, რადგან პანდემია ისევ მძვინვარებს და კორონავირუსი ჯერ არსად წასულა. 

"ადამიანებმა დაივიწყეს, რომ კორონავირუსი იყო და გადაწყვიტეს ეს ყველაფერი დაევიწყებინათ. შემოდგომაზე რა სურათიც დაგვიდგა ვნახეთ. იგივე რომ არ მოხდეს, არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რადგან ერთი ღამით რეგულაცია მოხსნილია, კორონავირუსი დამთავრდა. ახალ წელსაც, სამწუხაროდ შეიძლება კორონა გვესტუმროს, ამიტომ ვიყოთ ფრთხილად და ცოტა მოკრძალებით შევხვდეთ ახალ წელს," - აცხადებს ეპიდემიოლოგი.  

დღის ამბები