19 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
საზოგადოება საოპერო მომღერალს ალექსანდრე ხომერიკს გამოემშვიდობა

ლეგენდარული საოპერო მომღერალი დღეს დაკრძალეს - ალექსანდრე ხომერიკი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის სახელს უკავშირდება ბათუმში საოპერო ხელოვნების დაარსება.

ხომერიკმა 1980 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. 1981-82 წლებში გადიოდა სტაჟირებას მილანის "ლა სკალაში", მონაწილეობდა სპექტაკლებში "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლელა", "ევგენი ონეგინი", "იოლანტა", "ტოსკა", "ტრუბადური".

აქვს სახალხო არტისტის წოდება. მიღებული აქვს შოთა რუსთაველისა და მემედ აბაშიძის სახელობის პრემიები.

ცნობილი პრემიის ლაუტრეატი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ბათუმის საოპერო თეატრის დამაარსებელი, ღირსების ორდენის კავალერი 2018 წელს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი წვლილისთვის"ხელოვნების ქურუმის" პრემიით დაჯილდოვდა.

დღის ამბები