ახალ წლამდე 9 საათი რჩება. "რუსთავი 2-ზე" დილიდან საგანგებო განწყობაა. "კურიერი" განსხვავებული ფორმატით გადის პირდაპირ ეთერში, მუშაობს და აჯამებს 2020-ს, რომელიც როგორც პოლიტიკურად, ასევე კორონაპანდემიის გამო, კრიზისული იყო.
პანდემიის გამო დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და ყველა ღონისძიების ნახვა მაყურებელს მხოლოდ ტელეეთერებიდან შეეძლება.
"გალა კონცერტის მიღმა კიდევ დაგეგმილია საახალწლო ღონისძიებები. ტელეეთერებში ასევე კონცერტი იქნება 7 იანვარს და 13 იანვრის ღამეს. ჯამში კი, 1 იანვრიდან 14 იანვრამდე 8 ღონისძიება გვექნება. მათში მონაწილეობას სულ 500-მდე არტისტი მიიღებს," - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.
ავტორი: ნინი კუპრაძე.