ახალ ზელანდიაში ახალი წელია. ამ გრანდიოზული სანახაობისთვის ორი ტონა ფეიერვერკის მასალა დაიხარჯა. სანახაობა 5 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.
წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით სწორედ ახლა დგება ახალი წელი. მთავარი ფოიერვერკი იქნება ოკლენდის "სქაი თაუერთან," ფეიერვერკთან ერთად, ისევე როგორც წინა წლებში, იქნება რამდენიმესაათიანი ლაზერული შოუ ნავსადგურის ხიდზე.
ყოველ წელს ეს არის ულამაზესი სანახაობა. ახალი წელი ოკეანის სანაპიროზე. შთამბეჭდავი გაფორმებებით. ახალ წელს ახალ ზელანდიაში მსოფლიოდან ასობით ათასი ტურისტი ჩადის. მიუხედავად იმისა, რომ ახლა, 7 კვირიანი კარანტინის შემდეგ, ქვეყანაში შეზღუდვები უკვე მოხსნეს, პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. სანაპიროებთან იმაზე გაცილებით ცოტა ადამიანია, ვიდრე ტრადიციულად წინა წლებში.
ახალი ზელანდიის შემდეგ კი 2021 დადგება სიდნეიში, სეულში, ჰონგ-კონგსა და დუბაიში.