დღეს, 9 საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე, საახალწლო, ჯადოსნური პროფილი გავა ეთერში. გადაცემა 25-ე სეზონის დახურვისთვის განსაკუთრებულად მოემზადა და მაყურებელს საახალწლო მიუზიკლებს შესთავაზებს.
მაია ასათიანმა და მისმა გუნდმა, მუსიკისა და დრამის თეატრთან ერთად იმუშავა. დათო დოიაშილმა პროფილის სცენაზე ყველასათვის საყვარელი მიუზიკლები გააცოცხლა.