19 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
"რუსთავი 2" დღესდღეობით, ყველაზე მიუკერძოებელი და ობიექტური ტელევიზიაა" - როგორ დაამკვიდრა "კურიერმა" ახალი სტანდარტი ქართულ მედიასივრცეში 

რა არის "კურიერი" "რუსთავი 2"-ის გუნდისთვის - გუნდი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მუშაობს იმისთვის, რომ მაყურებელმა ყველაფერი გაიგოს პირველმა და მოისმინოს სიმართლე.
"კურიერი" უსმენს ყველა მხარეს და აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მთავარ ამბებს მიუკერძოებლად.

არხის მიზანია, იყოს თანაბრად კრიტიკულები ყველას მიმართ. ეუთოს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და სხვა საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაციების დასკვნებზე დავეყრდნობით, ეს მიზანი 2020-წელს "კურიერმა" შეასრულა.

გუნდმა, რომელმაც ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ გამოწვევას გაუძლო, ბევრი დაბრკოლების, წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლო და შექმნა ყველაზე დაბალანსებული საინფორმაციო სამსახური, რომელიც ნერგავს ჟურნალისტიკის მაღალ სტანდარტებს. 

"ერთი წლის განმავლობაში შევძელით, რომ სრულიად ახალი სტანდარტი დაგვემკვიდრებინა ქართულ სატელევიზიო მედია სივრცეში, რომელიც არ არის არც ერთი პოლიტიკური მხარის მიმართ სიმპათიებით განწყობა ან პოლიტიკური აჯენდის ნაწილი," - ამბობს კურიერის ჟურნალისტი, შოთა ფალავანდიშვილი. 

"დღესდღეობით, ყველაზე მიუკერძოებელი და ობიექტური ტელევიზიაა. ეს არ არის ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა. ეს არის ერთადერთი ტელევიზია, თამადად შემიძლია ითქვას ქართულ ტელესივრცეში, სადაც ორივე პოლიტიკური მხარე მოდის და ორივე მხარეს ვუსვამთ კითხვებს," - ამბობს დავით კაკულია.

დღის ამბები