19 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ხანმოკლე პაემნებზე შეზღუდვა 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს, თუმცა ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ამანათების მიღება შეეძლებათ - სპეციალური პენიტენციური სამსახური

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნების უფლება პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუჩერდათ. ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ბრალდებულ/მსჯავრდებულებს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნების უფლება პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუჩერდათ.

შეგახსენებთ, covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა მიმდინარე წლის 25 მაისიდან ჰქონდათ, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე 28 ნოემბრიდან ეს უფლება კვლავ შეუჩერდათ. ამ ეტაპზე კი, მიღებული იქნა ამ შეზღუდვის 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელების გადაწყვეტილება, თუმცა ამავდროულად მოიხსნა პანდემიასთან დაკავშირებული სხვა შეზღუდვა, რომელიც ასევე 28 ნოემბრიდან მოქმედებდა. კერძოდ, მიმდინარე წლის 28 დეკემბერს ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით დაიწყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება და ეს შეზღუდვა მომავალი წლის 4 იანვრიდანაც აღარ იარსებებს. შესაბამისად, ბრალდებულ/მსჯავრდებულებს დაუბრკოლებლად შეეძლებათ ყველა სახის ამანათის მიღება," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები