19 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
კოვიდთან ბრძოლაში გატარებული ერთი წელი - რა გამოცდილებით გააგრძელებენ ქართველი ექიმები მუშაობას კოვიდპაციენტების გადასარჩენად

კორონავირუსის მიმართ თავიდან იყო დიდი ინტერესი, ეს ინტერესი კი მოგვიანებით გახდა მიზეზი, რომ მთელი მსოფლიოსთვის ყოველდღიურობა შეცვლილიყო. ქართველი ექიმებისთვის ეს დღე 26 თებერვალს დადგა და უკვე თითქმის ერთი წელია დაუღალავად შრომობენ სიკვდილზე გამარჯვებისთვის.

მძიმე სამუშაო პირობების დროს ხშირად უწევდათ მძიმე გადაწყვეტილებების მიღებაც - კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის საგრძნობლად მატების გამო, სამედიცინო პერსონალი დგებოდა არჩევანის წინაშეც.

თავისუფალი საწოლები არ არსებობდა, შესაბამისად, ყველა ინფიცირებული სტაციონარში ვერ დარჩებოდა. რამდენჯერმე შეცვლილი პროტოკოლით საქართველო დღემდე მსოფლიოს ქვეყნებს შორის 43-ე ადგილით მოვიდა.

დღის ამბები