19 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ოზურგეთის დედათა მონასტერში 8 კელია დაიწვა

შემოქმედის ეპარქიის ოზურგეთის რეზიდენციასთან არსებულ დედათა მონასტერში ხანძარი იყო. ცეცხლი გამთენიისას კელიებში გაჩნდა, მაშინ როცა მონაზვნები ცისკრის ლოცვაზე ტაძარში იმყოფებოდნენ.

დამწვარია რვა კელია, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და სიწმინდეები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დამწვარია დაახლოებით 200კვ.მეტრი ტერიტორია.

დღის ამბები